რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტუმრო „რედისონის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს

20 ივნისი 2019, 17:50 1000 ნახვა

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტუმრო „რედისონის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.

მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში