დილით დემონსტანტების მცირე ნაწილმა მანქანა დალეწა

21 ივნისი 2019, 08:46 3104 ნახვა

დღეს დილით, 06:25 წუთზე, თბილისში ფილარმონიასთან დემონსტრანტების მცირე ნაწილმა, რომლებიც  პარლამენტთან დარბევის შემდეგ ბრუნდებოდნენ,  მანქანა დალეწეს.

ავტომობილი ჯერ ამოატრიალეს და შემდეგ ხელკეტებით დაამტვრიეს. დემონსტანტებს მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი რეზინის ტყვიებით, ცრემსადენი გაზით და წყლის ჭავლით შლიდა და დევნიდა რუსთაველის ქუჩიდან. 

გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი აქცია პოლიციამ დაშლა. მოქალაქეების ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. 

ოკუპანტის მიერ პარლამენტის მაღალ ტრიბუნაზე ასვლა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აქციებით გააპროტესტეს და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან წასვლა მოითხოვეს. 

ხელისუფლებამ აღიარა დაშვებული შეცდომა, შეწყვიტა ასანბლეას მუშაობა, რომლის ფარგლებში იმყოფებოდნენ დუმის დეპუტატები საქართველოში. რუსმა დეპუტატებმა საქართველო გუშინვე დატოვეს. 

რამოდენიმე ათასიანი აქციის წევრების მოთხოვნები, მიცემულ დროში არ დაკმაყოფილდა, მოქალაქეების ნაწილმა სცადა პარლამენტის შენობაში შესვლა, რომელსაც შსს და სპეცდანიშნულების რაზმი იცავდა. 

მოხდა დაპირისპირება, პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. აქციის დაშლა რამდენიმე საათი გრძელდებოდა. დაშავდა ასეულობით მოქალაქე, რამდენიმე მათგანმა დაკარგა თვალი. მძიმე და სახიფათო სამუშაო პირობები ჰქონდათ ჟურნალისტებს, რომელთა დიდი ნაწილი ფიზიკურად დაშავდა. ჟურნალისტები ყვებიან, რომ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს დამიზნებით ესროდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი