საპროტესტო აქცია - მსვლელობა ბათუმში

22 ივნისი 2019, 12:01 1648 ნახვა

„არა ოკუპაციას“, „ნუ გახდებით მონები“, „არ შევეგუებით ოკუპაციას“, „გაუმარჯოს საქართველოს“ - ეს შეძახილები გუშინ ბათუმში ისმოდა. ევროპის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ახალგაზრდები შეუერთდნენ, რომელთაც მსვლელობით, შეძახილებითა და სტვენით გამოიარეს ქუჩები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც ოკუპაციას აპროტესებენ.ახალგაზრდების აქციაზე გამოჩენას ევროპის მოედანზე მოჰყვა პოლიციის მობილიზება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში