გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ხვალიდან შიმშილობა ანონსდება

23 ივნისი 2019, 00:24 1691 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები, იმ შემთხვევაში თუ ხვალ  გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს  უვადო შიმშილობას გეგმავენ. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს წინ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აქციის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ ოფისამდე მშვიდობიან მსვლელობას გეგმავენ. მათი თქმით, ისინი პარტიის ოფისთან მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ, იმისათვის რომ ხელისუფლებამ მათი ხმა უკეთ გაიგოს.

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, ასევე 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში