ნიკა მელიას საქმე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსმენა გაიმართება

02 ივლისი 2019, 12:01 1059 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში დეპუტატ ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის  საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებულიც. არ გამორიცხავს რომ დღევანდელი სხდომის შემდეგ დააკავონ.

სახელმწიფო ბრალდებამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის თქმითვე, მელიას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე გამოყენებულია გირაო და ამის ფონზე მან ახალი დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება თვლის, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ბრალდებულის სათანადო ქცევა ვერ უზრუნველყო.

მელიას 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას ელოდებიან, საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდეს, გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას პატიმრობა ემუქრება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი