ოლიგარქებს აქვთ დემოკრატია დაპყრობილი - ლევან ლორთქიფანიძე მამუკა ხაზარაძეზე

09 ივლისი 2019, 18:42 2323 ნახვა

მე ვფქრობ,რომ ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრობლემა არის, რომ ოლიგარქებს აქვთ დემოკრატია დაპყრობილი. ივანიშვილი დაგვიპყრობს თუ ხაზარაძე, ვისი ფულის ინტერესებს მოემსახურება ჩვენი პოლიტიკური სისტემა ამას არ აქვს მნიშვნელობა - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების დაანონსებას.

''მამუკა ხაზარაძე უკვე მეოთხედი საუკუნე არის მილიონერი, მას ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსვლაზე არ უფიქრია, რადგან მთავრობასთან ყოველთვის ახერხებდა საერთო ენის გამონახვას. დღეს დადგა ვითარება როდესაც მის ფულს შეექმნა საფრთხე, როდესაც მის ფული დადგა საფრთხის ქვეშ და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის გაერთიანებაზე და გათავისუფლებაზე დაიწყოს მსჯელობა''- ამბობს ლევან ლორთქიფანიძე 

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარიძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად საზოგადოებრივ მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს და მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. ამის შესახებ განცხადებას ის Facebook-ზე ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში