" აქციის მონაწილეებს გუშინ ხმის გამაძლიერებელი დაგვიპატიმრეს" - ენმ

31 ივლისი 2019, 11:05 1345 ნახვა

"შეკვეთილში, აქციის მონაწილეებს გუშინ გვიან ღამით ხმის გამაძლიერებელი დაგვიპატიმრეს"-  აცხადებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". აქციის მონაწილეების განმარტებით,  პოლიციამ მათ დინამიკი ჯერ დაუზიანა, შემდეგ კი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა  და აქციის მონაწილეებს  მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

"რეზიდენციასთან მისაახლოებლად რამდენიმე მცდელობა დაგვჭირდა.  საბოლოოდ აქცია განახლდა,  დინამიკის გამოყენებით. უეცრად  ძალიან ახლოს მოვიდნენ პოლიციელები, ალბათ ამ გზით ცდილობდნენ ხმის ჩახშობას, რომ ბატონს არ გაეღვიძა.  თუმცა სახლში შუქი ენთო და სავარაუდოდ  მათ არ  ეძინათ. უეცრად დიმანიკი დაიხშო, მივედით, ვნახეთ სილა ჰქონდა მიყრილი  და დინამიკი დაზიანებული იყო. გავუცხადეთ მათ აღნიშნულის შესახებ.  პოლიციამ გვითხრა, რომ ეს ნივთმტკიცება იყო, შემოავლეს ყვითელი ლენტი და დააპატიმრეს დინამიკი.  პოლიციელების ჯარი  იცავდა ჩვენ დინამიკს ჩვენგანვე. სრული აბსურდის თეატრია, ტრაგი-კომედიაა ეს ყველაფერი“- განაცხადა აქციაზე მყოფმა  „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ.

აქციის მონაწილეთა განმარტებით ერთ-ერთმა პოლიციელმა  აქციის მონაწილეს სიტყვიერი  შეურაცხყოფაც მიაყენა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში