ტოჩინოშინმა ნეკნი გაიტეხა და კიუშუ ბაშოზე ​ასპარეზობას ვეღარ შეძლებს

14 ნოემბერი 2019, 10:55 1578 ნახვა

კიუშუ ბაშოს მე-4 დღეს მოპოვებული გამარჯვება საბედისწერო გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ლევანმა ტაკარაფუჯისთან ორთაბრძოლის დროს ნეკნი გაიტეხა და ტურნირზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებს. ნოემბრის ბაშოზე ლევანი სეკივაკეს წოდებით ასპარეზობდა და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად იბრძოდა. მას ბაშოზე 4 ორთაბრძოლიდან 2 მოგება ჰქონდა.

გორგაძეს ნეკნი არა დაცემის მომენტში, არამედ დაცემამდე გაუტყდა, როდესაც იაპონელი მეტოქე გდებაზე წამოიღო. ტურნირზე ნებისმიერი გამოტოვებული ორთაბრძოლა მარცხის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, კიუშუ ბაშოზე ლევანს ბალანსი 2-13 დაუფიქსირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ბაშოსთვის ქართველი სუმოისტი საგრძნობლად დაქვეითდება და დაახლოებით მეოთხედან მერვე მაეგაშირას პოზიციაზე აღმოჩნდება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი