22 მარტი - განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

12 იანვარი 2020, 15:08 1373 ნახვა

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებით, გადაწყვეტილება, თითქმის, ერთსულოვნად არის მიღებული. სოხუმში ვითარება ისევ დაძაბულია. ოკუპირებულ რეგიონში არეულობა არ წყდება.

ოპოზიცია ადმინისტრაციის შენობაში ამ დრომდე რჩება, მათი მოთხოვნა ისევ რაულ ხაჯიმბას უპირობო გადადგომაა.რაულ ხაჯიმბა კი მზადაა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად მეორედ იყაროს კენჭი. ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის ვიტალი გაბნიას განცხადებით, ხაჯიმბა არსად არ მიდის და ამით პრობლემაც არ წყდება. მისი თქმით, ამ ყველაფერში რუსული მხარეც მონაწილეობს. კანონის შესაბამისად, რაულ ხაჯიმბა მომდევნო სამი თვე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

10 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მოთხოვნით ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატი ალხას კვიცინია გამოდიოდა. ორი დღის მანძილზე ოპოზიციის მხარდამჭერების აქციები იმართებოდა. მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეიჭრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში