საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დარღვევების დაუსჯელობა,- ეს არის ერთ ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩმა“ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, მასში მოცემულია გასულ წელს 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.
ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებზე აღნიშნულია, რომ საზოგადოების პროტესტი პარლამენტში რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტმა გამოიწვია. ნათქამია, რომ დაფინანსების არარსებობის გამო, ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს სამართალდამცავი ორგანოების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაკვლევად შეიქმნა. უფლებადამცველი ორგანიზაცია სუაბრობს ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებზეც. რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, ორგაზნიაციის შეფასებით, ამან საქართველოს მედიასივრცე შეარყია, წერენ, რომ გამოძიების დაჩქარებული წესით წარმოებას, ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რომლის მიზანი ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დევნაა.
ამ ანგარიშში ასევე მოხვდა შრომის კანონმდებლობა, ნათქვამია, რომ ქვეყაში მოქმედი კანონი არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, და ღამის სამუშაოს.მიზეზად დასახელებულია სუსტი რეგულაციები რომელიც ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშს აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები, ვინ ეთანხმება ან აქვთ თუ არა შენიშვნები დოკუმენთან დაკავშირებით.