ზვავმა სტეფანწმინდა-კობის გზაზე ერთი ადამიანი იმსხვერპლა

04 თებერვალი 2020, 22:23 1855 ნახვა

სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილმა თოვლის მასამ ავტომობილი ხევში გადააგდო.

„ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ერთი მანქანა გადავარდა ხევში. ერთი ქალბატონი ამოყვანილია უვნებლად. მამაკაცი, სავარაუდოდ, მძღოლი, ამოყვანილია ქვედა კიდურის დაზიანებით, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მესამე მგზავრი კი, სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.

შემთხვევა კობის პირველ გვირაბთან მოხდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსმა, თემურ მონიავამ.

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში