ქობულეთში ცეცხლაძეები გამოასახლეს, ოჯახის წევრი ცუდად გახდა

07 თებერვალი 2020, 12:39 15900 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლაძეების 5 სულიანი ოჯახი გამოასახლეს. ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სახლიდან ავეჯის გამოტანა დაიწყეს. 

გამოსახლების დროს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა და მისი სასაწრაფო დახმარების ბრიგადით საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

უფლებადამცველი და ოჯახის ახლობლები სამართალდამცველებს გამოსახლების შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. მათ პროცესის შეჩერება საკუთარი ძალებითაც სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე დამატებით საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც შეიყვანეს.  ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის მერიის წარმომადგენლები და პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატიც.

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგნელის განმარტებით, 5 წლიანმა მოლაპარაკების პროცესმა შედეგი ვერ გამოიღო და სახლი რამდენიმე საათში ახალ მფლობელს გადაუფორმდება.

მანამდე ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში