ქობულეთში სოფელ ბობოყვათთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

20 თებერვალი 2020, 22:05 21082 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათთან ავტოავარია მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ერთი პირი დაიღუპული დახვდათ, ერთი დაშავებული კი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. (შესწორება: თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის შედეგად ორი დაშვებული იყო, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ერთი  გადაიყვანეს საავადმყოფოში. ავტ).

გარდაცვლილი სოფელ ბობოყვათის მკვიდრი, დაახლოებით 58 წლამდე მამაკაცია. მოქალაქეები ამბობენ, რომ მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კი, ხრამში გადავარდა. სამაშველო სამსახურმა მანქანა ხრამიდან ამოიყვანა. გარდაცვლილი და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ერთ შემთხვევაში მუხლი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებას.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში