ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში იმყოფება

11 მარტი 2020, 15:47 5959 ნახვა

მთავარი არხის ჟურნალისტი  ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადავიდა.  მას კომუნიკაცია მთავარობის იმ წევრთან ჰქონდა, რომელსაც 9 მარტს კორონავორუსი დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ავრცელლებს.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ  ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე - რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში.  რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირის გადასაღებად მივიდა)" - წერს სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძე. 

მისი ინფორმაციით, გადაღება ღია სივრცეში ხდებოდა და დისტანცია დაცული იყო, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა. 

„მედიის სამუშაო ზონას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრავს კლინიკის მედპერსონალი, შიდა ტერიტორიაზე მედია არ შედის, დგას ქუჩაში. ნიღაბი უნდა ეკეთოს ინფიცირებულ პირს, რომელმაც შესაძლოა გამოაფრქვიოს ვირუსი“, - წერს ნოდარ მელაძე.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში