ბრიტანეთში ახალშობილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

14 მარტი 2020, 18:20 2603 ნახვა

ბრიტანეთში ახალშობილს კორონავირუსი აღმოაჩნდა.ის კორონავირუსის მქონე ყველაზე პატარა პაციენტია.    ბავშვის დედა, რომელიც ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე საავადმყოფოში მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს, ასევე კორონავირუსითაა ინფიცირებული. დედას მშობიარობამდე აუღეს ანალიზი, თუმცა პასუხი ახლახან გახდა ცნობილი.

პერსონალი, რომელთაც ქალთან და ჩვილთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ დრომდე უცნობია ახალშობილი ორსულობის პერიოდში დაინფიცირდა თუ მშობიარობის პროცესში. ბავშვს   ადგილზე მკურნალობენ, დედა კი სპეციალურ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის  შესახებ ინფორმაცია  გარდიანმა გამოაქვეყნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში