კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხევევა საქართველოში

14 მარტი 2020, 18:45 2026 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარზე შემოწმების შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი შვეიცარიიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან შემოსულებისთვისაც დაწესდა. აქამდე მსგავსი შეზღუდვები დაწესებული იყო რვა ქვეყნისთვის: ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ავსტრია.

საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან: წარმოადგინონ კორონავირუსზე შემოწმების შესაბამისი ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ. თუ მოქალაქეები ცნობას არ წარმოადგენენ შესაბამის ეპიდემიოლოგიურ შემოწმების შემდეგ, სავალდებულო 14-დღიან  საკარანტინო პერიოდს გაივლიან. ამასთან ცნობილი გახდა, რომ საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარს კეტავს.

შეზღუდვა დღეიდან 10 დღის განმავლობაში გავრცელდება.დღესვე საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს 5 კლინიკა მიიღებს, საწოლების რაოდენობა კი 420-ს შეადგენს. როგორც იცით დღეს  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში