ბათუმში COVID-19-ზე კიდევ ორ მოქალაქეს იკვლევენ

17 მარტი 2020, 10:44 3273 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი მოქალაქეა მოთავსებული, მეორე პაციენტის ანალიზის პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან. აღნიშნული პირი კლინიკაში გუშინ საღამოს შეიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით ის საკარანტინო ზონიდანაა გადაყვანილი. 

''ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ წუთებში ორი მოქალაქე იმყოფება. ერთს კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა. მეორე კი საეჭვო შემთხვევაა. გადაყვანილია საკარანტინო ზონიდან. ნაცხი აღებული და პასუხი მალე იქნება ცნობილი. პაციენტს მინიმალური სიმპტომატიკა აქვს, სტაბილურად არის და აგრძელებს მკურნალობას'' - უთხრა მაუწყებელს ზაალ მიქელაძემ.

აჭარაში კარანტინში რჩება 200  მეტი ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 80 მოქალაქე. 

განახლება: ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორინავირუსზე ორ პაციენტს იკვლევენ. კიდევ ერთი პირი კლინიკაში მოგვიანებით შეიყვანეს. 

ორივე მათგანს მსუბუქი რესპირატორული ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. აღენიშნებათ ტემპერატურა. მოქალაქეები საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. ისინი რიკ ჯგუფის ქვეყნებიდან, დაახლოებით, 5 დღის წინ დაბრუნდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში