კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევა და 23 გამოჯანმრთელებული. რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვად სუნთქვაზე იმყოფებიან. ვირუსთან ბრძოლის მიზნით კი შემუშავდა სწრაფი ტესტირების ახალი ალგორითმი. ტესტებს იმ პირებს ჩაუტარებენ, ვინც კლინიკებს ცხელების სიმპტომებით მიმართავს.
ასევე, სამედიცინო პერსონალს, ვინც მაღალი რისკის კლინიკებში მუშაობს ან ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში იმყოფებიან. ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ანალიზების პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, მათ შორის ხუთი პაციენტი ბათუმიდანაა..