საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდაა

11 აპრილი 2020, 20:36 2471 ნახვა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ სამმა პირმა დაამარცხა. ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე ცოტახნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 242 შემთხვევა არის  დადასტურებული, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 60 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, სტაციონარში კი 370 პირი რჩება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში