არ მაქვს პაციენტის იდენტიფიცირების უფლება - ლევან რატიანი

02 მაისი 2020, 14:58 1172 ნახვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მას, როგორც ექიმს, არანაირი უფლება არ აქვს პაციენტის იდენტიფიცირება მოახდინოს. ასე გამოეხმაურა ლევან რატიანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გუშინ მის მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

მისივე თქმით, ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის დამალული. ამასთანავე, მისი თქმით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი სრულად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ მითითებებს, თუმცა რატიანის თქმით, ინფიცირებისგან დაზღვეული არავინ არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში