ინციდენტი მარნეულში - ყველა ინფიცირებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

02 მაისი 2020, 15:03 1098 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება  187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გუშინ, სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა.  ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს.

როგორც ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ინფიცირებულთა გადაყვანაში ეპიდემიოლოგებს ხელი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეუშალეს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით  ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, კორონავირუსით დაინფიცირებული პირები კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში