სასტუმროს მე-4 სართულიდან გადმომხტარი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

17 აგვისტო 2020, 09:51 897 ნახვა

კარანტინში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კვლავ მძიმეა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში