ბათუმში კლუბები და ბარები არ დაიკეტება - ამირან გამყრელიძე

02 სექტემბერი 2020, 12:34 2456 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით ბათუმში კლუბებისა და ბარების დახურვა არ იგეგმება, თუმცა მისივე განცხადებით, აუცილებელია მათ დაიცვან რეკომენდაციები, დასაქმებულებმა კი გაიარონ ტესტირება.

"არ დასმულა საკითხი ბათუმის კლუბებისა და ბარების დაკეტვაზე, მაგრამ აქედან მოვუწოდებ მათ, რომ იქ უნდა გატარდეს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. ყოველდღიურად კარგი დალაგება მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში კარგი სრული დეზინფექციით. სამწუხაროდ არ იყო დამყოლობა განსაკუთრებით ბათუმის ბულვარსა და ქობულეთში მდებარე კაფე-ბარების თანამშრომლებიც მხრიდან, დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, რომ აუცილებელია მათ ტესტირება გაიარონ და ამისთვის ბათუმში ყველა პირობაა.

ბათუმში სიტუაცია საყურადღებოა, გვაქვს მიკრო აფეთქება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ შესაბამისად მოვუვლით და ეს აფეთქებაც ჩაქრება"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში