კორონავირუსი კიდევ ერთ ტელეკომპანიაში დადასტურდა. ის "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" ერთ-ერთი ჟურნალისტია. ამ ეტაპზე ტელევიზიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, იძიებენ კონტაქტებს და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. როგორც არხის დირექტორმა განაცხადა, ტელეკომპანიას შემუშავებული აქვს სპეციალური პროტოკოლი, რის მიხედვითაც არხი მუშაობას განაგრძობს.