დინამოელთა დაპირისპირება „ბათუმის“ მარცხით დასრულდა

13 სექტემბერი 2020, 13:12 1849 ნახვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოსთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ანგარიში 38-ე წუთზე დინამო თბილისის ფეხბურთელმა გიორგი გაბედავამ გახსნა,  გოლების ავტორები  არიან ასევე  ბაქარ ქარდავა და გიორგი ზარია. რაც შეეხება ბათუმელებს ერთადერთი გოლი მეტოქის კარში ვაკო თევდორაძემ გაიტანა. მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა  ბათუმში ახალ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სტადიონის გახსნა ოქტომბრამდე გადაიდო.

„დინამო“ თბილისთან მარცხით  ზღვისპირელებმა ჯერჯერობით პირველობა დაკარგეს და 20 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან, პირველ ადგილზე  22 ქულით „დინამო“ თბილისია, მესამეზე კი საბურთალო. მომდევნო შეხვედრას ბათუმელები „თელავის“ წინააღმდეგ სტუმრად 3 ოქტომბერს გამართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში