აჭარაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია - თორნიკე რიჟვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:47 1538 ნახვა

აჭარაში შექმნილი ეპიდსიტუაციის შესახებ აჭარის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. რის შემდეგაც აჭარის მთავრობის თავჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განცხადება გააკეთა.

მისივე განცხადებით, აჭარაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა რეგიონში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებულმა მობილობამ განაპირობა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"ზაფხული იყო - ეპიცენტრი აჭარისთვის, შესაბამისად ეპიდსიტუაციის დამძიმება მოსალოდნელი იყო, რადგან ზაფხულში უამრავი ადამიანის კონცენტრირება მოხდა აჭარაში, მათ შორის შიდა ტურიზმიდან გამომდინარე. სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობით შესაძლებელია. სახელმწიფო და ჩვენი ჯანდაცვის სექტორი, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ეს პროცესები ეფექტურად იყოს “ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

აჭარაში, იმყოფება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, რომელიც რეგიონში არსებულ კოვიდსიტუაციას ადგილზე გაეცნობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში