ფლამარიონმა რუსეთში პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა

27 სექტემბერი 2020, 23:03 1569 ნახვა

ბათუმის "დინამოს" ექსფორვარდმა ჯოვინო ფლამარიონმა რუსეთის პრემიერლიგაში პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. 

რუსეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ვოლგოგრადის "როტორმა"  ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინი" მიიღო და 1-3 დამარცხდა.  

ჯოვინომ გოლი 61-ე წუთზე გაიტანა,მანამდე თავის გამოჩენა 59-ე წუთზე ხვიჩა კავარაცხელიამ შეძლო. 

შეხვედრაში ხვიჩამ თავის გუნდს თერთმეტმეტრიანი მოუპოვა.

მატჩში მონაწილეობა კიდევ ორმა ქართველმა საბა კვირკველიამ და ბექა მიქალთაძე მიიღო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კი ხვიჩა კავარაცხელიამ ერგო.  

9 ტურის შემდეგ "როტორი" 2 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო "რუბინი" 14 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში