ხანდაზმულებს, განსაკუთრებით აჭარაში, მოვუწოდებთ თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლის დატოვებისგან - საკოორდინაციო საბჭო

28 სექტემბერი 2020, 15:14 1148 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულებს, განსაკუთრებით აჭარაში,  რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლის დატოვებისგან.

"ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ინციდენტობა საკმაოდ მაღალია, ისევ და ისევ არის აჭარაში მოწოდება, რომ ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ, ნაკლებად მოხდეს მათზე გადადება, რადგან ინფექცია აქტიურად ცირკულირებს აჭარაში. მოგეხსენებათ, ხანდაზმულები არიან მოწყვლადი ჯგუფი ინფექციის მიმართ. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ნაკლები იყოს კონტაქტი, ნაკლები გარეთ სიარული. დარჩი სახლში – ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ და ავამუშაოთ უპირატესად აჭარაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში