სახელმძღვანელოების დეფიციტი სკოლებში

28 სექტემბერი 2020, 19:03 1429 ნახვა

სახელმძღვანელოების დეფიციტი სკოლებში. სწავლის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგაც მოსწავლეთა ნაწილს წიგნები არ მიუღია. აქამდე სკოლები სასწავლო წლის დასაწყისში უფასოდ გადასცემდნენ წიგნებს, წლის ბოლოს კი მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უკან აბრუნებდნენ. პრობლემაა ბათუმში. რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, მიზეზი საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რიცხვის მნიშვნელოვანი გაზრდაა. გოჩა დავითაძის განმარტებით, ბოლო 2 თვეში ბათუმის სკოლებმა 2 ათასი ახალი მოსწავლე მიიღო, მაშინ როცა წიგნების რაოდენობა ივნისში იყო განსაზღვრული იმ სიებზე დაყრდნობით, რამდენი მოსწავლეც ირიცხებოდა იმ ეტაპისთვის.  აჭარის განათლების სამინისტროში, ჯერ-ჯერობით ზუსტი პასუხი არ აქვთ როდის მიიღებენ ახალ სახელმძღვანელოებს, მოთხოვნა შესაბამის უწყებასთან უკვე გაგზავნილია, მანამდე კი სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებს სკოლები  წიგნების ელექტრონულ ვერსიებს  ან სხვა ალტერნატივას სთავაზებენ. წიგნების დეფიციტია ქობულეთშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში