ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ბავშვების და მოქალაქეების ჯანმრთელობა - თორნიკე რიჟვაძე

28 სექტემბერი 2020, 19:08 2296 ნახვა

შეზღუდვები არის დროებითი, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ ინფიცირების დინამიკას და კიდევ ერთხელ მივიღებთ გადაწყვეტილებას: გაგრძელების, შეჩერების ან შეზღუდვების სხვა ფორმით გაგრძელების თაობაზე - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება 10 დღიანი პერსპექტივა, რომ ზუსტად გავზომოთ ის რისკები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესის აღდგენას და სწორედ ამ ყველაფრის ანალიზის შემდეგ მივიღებთ გადაწვეტილებას. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ამ შემთხვევაში უპირატესი არის ჩვენი მოქალაქეების, სიცოცხლე და ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ბავშვები რომლებიც მალე უნდა წავიდნენ სკოლაში. ასევე განსაკუთებით უმნიშვნელოვანესია მოხუცების ჯანმრთელობა. ამიტომ ყველას მადლობას ვუხდი და ვთხოვ, რომ გაგებით მოეკიდონ, თუნდაც ამ ერთთვიან ან რამდენიმე კვირიან სწავლის პროცესის გადავადებას", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში