აქტიურ რეჟიმში ხდება ინფიცირებულთა მკურნალობა და მათი კონტაქტების მოძიება - თორნიკე რიჟვაძე

30 სექტემბერი 2020, 12:13 396 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ახალი პროტოკოლის შედეგად, 718-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.

''ამ ყველაფრის პარალელურად, აქტიურ რეჟიმში ხდება, როგორც კლინიკური მართვის ნაწილში, ასევე რა თქმა უნდა ახლადგამოვლენილი დაინფიცირებული პირების, როგორც მკურნალობის განსაზღვრა, ასევე მათი კონტაქტების მიდევნება.

დღეს რეგიონში გვაქვს რვა კოვიდმართვის ცენტრი და ამას ემატება შესაბამისი ცხელების  ცენტრები, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება პაციენტების მიღება, მათი შესაბამისი რეფერალი. აქვე იცით, რომ ამოქმედდა, როგორც კოვიდსასტუმროებში მკურნალობის პროტოკოლი, ასევე ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი და ამ ყველაფერში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რომელიც სისტემატიურად გადის შესაბამის მომზადებას და ხდება მათი მისადაგება იმ გამოწვევებთან და მზარდ ნაკადებთან, რომელიც გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში.

ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება დინამიკის შენარჩუნება, კონტროლის შენარჩუნება ეპიდმართვის თვალსაზრისით და ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან ერთად მაქსიმალურად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების დაცვა,რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას დავასტაბილუროთ ეპიდმდგომარეობა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში