ცხრაფონაში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

02 ოქტომბერი 2020, 18:47 1206 ნახვა

დახმარებას ითხოვენ ქობულეთში,  სოფელ ცხრაფონაში მცხოვრები ქათამაძეებიც. ამბობენ, რომ  ძლიერი წვიმის დროს  მცოცავი მიწის მასა მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის. აქვთ შესაბამისი გეოლოგიური დასკვნაც.  მათი ინფორმაციით, საკითხზე გასულ წელსაც მიმართეს  ქობულეთის მერიას, თუმცა უშედეგოდ. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ გეოლოგიური სამსახურის რეკომენდაციით,  აღნიშნულ ტერიტორიაზე საჭიროა ფერდსამაგრი კედლის მოწყობას, თუმცა ამ გეოლოგების  დასკვნაში არ წერია, რომ ეს ადგილი საცხოვრებლად საშიშია.  ამბობენ, რომ თუ  ხელახლა მოითხოვს ოჯახი  ტერიტორიის შესწავლას,  დოკუმენტაცია შესაბამის კომისიას გადაეგზავნება და პროცედურები  გაგრძელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში