გაგრძელდება თუ  რა  სწავლა დისტანციურად ახალ წლამდე? 

04 ოქტომბერი 2020, 15:00 1667 ნახვა

VII-XII  კლასის მოსწავლეები დისტანციური სწავლებიდან  სკოლებში დაბრუნებაზე გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს. განმარტება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებაზე განათლების სამინისტრომ გააკეთა. უწყების თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნახსენები 29 დეკემბერი , რომელიც სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას ეხებოდა- პირობითია და იგი ტექნიკური ხასიათის ჩანაწერია.  

განმარტების მიხედვით  დოკუმენტი ეხება „თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და  ზუგდიდში სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენების შესაძლებლობას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში