ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა: ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.
ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობა - 84%, ალბათ მიღებს მონაწილეობას -7%, 50-50- 7% და არ მიიღებს მონაწილეობას -2%.
ამავე ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ბათუმის მაჟორიტარული ოლქი, სწორედ აქ არის მეორე ტურის ალბათობა:
ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.