იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

15 ოქტომბერი 2020, 14:45 1052 ნახვა

13 ხმით იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე  აირჩიეს. იგი  ახალ თანამდებობას 4 წლის ვადით ჩაიბარებს. ერთადერთი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი რომელმაც ქადაგიძის სასარგებლოდ ხმა არ მისცა.  შეგახსენებთ, ნინო ქადაგიძე  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა 10-კაციან სიაში იყო, რომელიც 2018  წლის დეკემბერში  პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა, რასაც ქართული ოცნების საპარლამენტო  უმრავლესობაში განხეთქილება მოჰყვა.  ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. მის სახელს უკავშირდება გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხებოდა  იუსტიციის სამინისტროს მიერ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერების გაუქმების კანონიერებას.  

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში