ხანძარია ლატალის მიმდებარედ წიწვოვან ტყეში

18 ოქტომბერი 2020, 20:30 934 ნახვა

ხანძარია სვანეთში. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალაში ტყე იწვის. რთული რელიეფური მდებარეობის მიუხედავად ცეცხლს მოსახლეობა და მაშველები ერთად ებრძვიან.

ქრობის სამუშაოებში 3 სახანძრო ეკიპაჟია ჩართული. უკვე ლოკალიზებულია სვანეთში გაჩენილი კიდევ ერთი ხანძარი, სოფელ დიზის მიმდებარედ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში