ბათუმის სათნოების სახლის 87 წლის ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა

19 ოქტომბერი 2020, 14:13 1568 ნახვა

ბათუმის სათნოების სავანეში, ბოლო ათი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ გამოჯანმრთელდა 70 ბენეფიციარი და თანამშრომელი.

წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ხელმძღვანელი, მამა იოანე (ბარამიძე)ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულებს შორის ერთ-ერთი 87 წლის ქალია, რომელიც ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია მოხუცთა თავშესაფრის ხუთი ბენეფიციარი. დეკანოზ იოანეს განცხადებით კი პანდემიის პერიოდში სავანეში სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, სავანეში გარდაიცვალა.

დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, 12 ინფიცირებულიდან სამი კოვიდ სასტუმროშია, დანარჩენები კი მკურნალობის კურსს სტაციონარში გადიან.

მომსახურე პერსონალიდან ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსი სულ 20 ადამიანს დაუდასტურდა, სამის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მამა იოანეს განცხადებით, ამ კუთხით პრობლემა არ არის და მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეტაპზე ახალი თანამშრომლები აიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში