წყლის პრობლემა საჩინოში

19 ოქტომბერი 2020, 15:45 475 ნახვა

წყლის პრობლემაზე საუბრობენ ქობულეთში სოფელ საჩინოს მცხოვრებლები.  მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო 5-დღეა წყალი დღის განმავლობაში გრაფიკით, მხოლოდ ერთი საათის განმავლო0ბაში  ჰქონდათ.  ადგილობრივების თქმით,   სათავე ნაგებობიდან 2 სოფლის მოსახლეობა მარაგდება.სოფელ საჩინის გამგებელი ამტკიცებს, რომ სოფელს წყლის პრობლემა არ აქვს. ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ გვალვების შედეგად, წყლის დებეტი ნაკლებია და სოფელს წყალი ეტაპობრივად მიეწოდება.ამბობენ, რომ წყლის ახალი ჭაბურღილი უნდა აშენდეს სოფელ საჩინოში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში