არჩევნები კოვიდ-დადებითებისთვის

19 ოქტომბერი 2020, 20:21 326 ნახვა

კოვიდ ინფიცირებულებისა და საკარანტინე ზონებში მყოფი პირებისთვის სავარაუდოდ ბათუმში 16, ხოლო ქობულეთში 4 სპეციალიზებული უბანი გაიხსნება. დეტალები ჯერ ისევ უცნობია, ოლქებში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ელოდებიან.

ცესკოში კი დღეს განაცხადეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინე სივრცეებში მყოფი ადამიანები ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით სწორედ სპეციალიზებულ უბანზე მისცემენ.

გადასატანი ყუთით სარგებლობა თვითიზოლაციაში მყოფ პირებსაც შეეძლებათ, თუმცა ისინი შესაბამის ბაზაში უნდა რეგისტრირდებოდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები კოვიდინფიცრებული და საკარანტინო ზონაში მყოფი პირებისთვისაც 31 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა იყო ვერსია, რომ მათთვის კენჭისყრა 30 ოქტომბერს ჩატარებულიყო.

რაც შეეხება ბიულეტენებს, ცესკოში განაცხადეს, რომ მათი დათვლა იმავე დღეს სპეციალიზებულ უბნებზევე მოხდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში