ევროკავშირმა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

07 ნოემბერი 2020, 10:07 736 ნახვა

ევროკავშირმა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

სანქციების სამიზნეთა ჩამონათვალში მოხვდა პრეზიდენტის ვაჟი ვიქტორ ლუკაშენკოც. ევროკავშირის პოზიციით, 9 აგვისტოს ბელარუსმა ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოჩნდა და მას მოჰყვა დამოუკიდებელი კანდიდატების რეპრესიები და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა. სანქციები ანგარიშების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში