საქართველოში კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა დადასტურდა

08 ნოემბერი 2020, 11:15 1113 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსითინფიცირების სულ 57 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 42 572 გამოჯანმრთელდა, 475 კი გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობას 4 691 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 879 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში