არსებობს სივრცე ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ვითარებას განმუხტავს - ალეკო ელისაშვილი

12 ნოემბერი 2020, 18:48 1180 ნახვა

არსებობს სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს, ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

,,უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა იქნება ელჩების შუამავლობით. გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები. ასევე ჩვენეული გამოსავალი ვთქვით ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავისი არგუმენტები, რომ არ გაყალბებულა მასშტაბურად არჩევნები და რაღაც გარკვეული გამოსავლის მსგავსი შემოგვთავაზა, ამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების გამოტანა წესი არ არის, როცა არ არის დასრულებული შეხვედრა. პროცესი დაიძრა და მოლაპარაკება მიმდინარეობს, თავისთავად ეს არის კარგი.

მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში იქნება. მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ჩვენი მოთხოვნები ვუთხარით, პრინციპში ჩვენი მოთხოვნა იყო ერთი და იგივე და ერთსულოვანი, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე ყველაფერი ალბათ, უფრო მკაფიო იქნება. კონსესუსისთვის სივრცე რომ არ იყოს, არც დღეს შევხვდებოდით და არც მომდევნო შეხვედრას დავთქვამდით. არის სივრცე, რომ საერთო ჯამში, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში