წყლის პრობლემა ციხისძირში

24 ნოემბერი 2020, 18:17 1281 ნახვა

ციხისძირის  მოსახლეობა წყლის პრობლემაზე საუბრობს. ამბობენ, რომ დაახლოებით 3-კვირაა ონკანებში სასმელი წყალი არ მოდის. წყლის გარეშე 600 ოჯახია დარჩენილი. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ  პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სოფელ კვირიკეში სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რამაც მათი ჭაბურღილი დააზიანა. სოფელში დღეს ქობულეთის მერიც იმყოფებოდა, მოსახლეობის ინფორმაციით, მირიან ქათამაძე დაპირდა, რომ პრობლემა კვირის ბოლომდე მოგვარდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში