ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინდივიდუალური შეხვედრები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში

25 ნოემბერი 2020, 15:06 251 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელიც ესწრება. უკვე დასრულდა შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან, ამ წუთებში ელჩი პატრიოტთა ალიანსის ლიდერს ირმა ინაშვილს ხვდება. ოპოზიცია კვლავ ქართული ოცნების მხრიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში