სასტუმროებში რესტორნები იმუშავებენ, მაგრამ გარეშე პირების შესვლა აკრძალული იქნება - ცქიტიშვილი

27 ნოემბერი 2020, 13:14 997 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, სასტუმროებში არსებული რესტორნები იმუშავებენ, მაგრამ გარეშე სტუმრებს არ მოემსახურებიან. 

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, საუბარია იმ რეგიონებსა და ქალაქებში არსებულ სასტუმროებზე, სადაც შეზღუდვები არ დაწესებულა. 

როგორც გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები მხოლოდ საკარანტინე სივრცეებად იმუშავებენ. 

''სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები იფუნქციონირებენ მხოლოდ  კოვიდსაკარანტინე სივრცეებად, ან კოვიდ სასტუმროებად. 

საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სასტუმროები იმუშავებენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნები მოემსახურებიან მხოლოდ მათ დამსვენებლებს. ადამიანებს, რომლებიც იმ კონკრეტულ სასტუმროში ჩერდებიან. 

სხვა გარეშე პირებს არ ექნებათ წვდომა სარესტორნო მომსახურებაზე, რომელიც სასტუმროებში იქნება'' - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში