ჟურნალისტების მხრიდან ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა - ჯანდაცვის მინისტრი 

02 დეკემბერი 2020, 12:47 1490 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჟურნალისტების მხრიდან მის ოჯახზე წნეხი და ზეწოლა ხორციელდება.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს დასაგმობი და დაუშვებელია. 

''მინდა გავაკეთო სამწუხაროდ პირადი განცხადება. არ შემიძლია ეს ფაქტი დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ როდესაც ქვეყანაში არის რთული ვითარება და ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რაც არასწორია. მე ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და ჩემი მისამართით დასმული კითხვები უნდა იყოს პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ როდესაც ეს ეხება ჩემს შვილებს და ოჯახის წევრებს არის დასაგმობი და დაუშვებელი. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეწოლა დღესაც მიმდინარეობს და ოჯახს აქვს რთული დღე. გარდაცვლილია ოჯახის ერთი წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას. 

არ ვეხმაურები არც ერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ის რაც დღეს ხდება ეს დასაგმობია და დარწმუნებული ვარ ამას საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში