აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს ორი პირი დააკავეს

02 დეკემბერი 2020, 13:05 381 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით,  ''ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის'' წევრი რეზო ხარაზი და ირაკლი ჩხვირკია პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მათ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 

რეზო ხარაზი ბოძზე ჰელიუმის ბუშტების დამაგრებას ცდილობდა, რასაც ხმაური და სიტყვიერ დაპირისპირება მოჰყვა. 

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, უკვე მესამე დღეა მთავრობის სახლთან მიდიან და საპროტესტო წარწერებით ჰელიუმის ბუშტებს შენობაზე და ფანჯრებზე ამაგრებენ, ან სიმბოლურად ცაში უშვებენ.  

''გუშინ ძალადობდნენ დღეს უკვე ღირსებასაც ეხებოდნენ'' - უთხრა აქციის მონაწილეებს პოლიციელმა. 

 

''რიგით პოლიციელს მოეთხოვება პასუხი, რომელმაც ასფალტზე მდგომი აქციის მონაწილე დააკავა'' - უპასუხა მას ენმ-ს წევრმა ბონდო თედორაძემ. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით,  ხარაზი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც დააკავეს.

''წარწერები მისთვის ადვილად ასატანი არ არის და გული სტკივა რატომ ვამახინჯებთ ბუშტებს? თორნიკე რიჟვაძე შენობაში ავტოფარეხიდან შედის, ერთი თვის მანძილზე არ გვინახია არავის. გუშინ ინტერვიუ ვნახეთ, სადაც ამბობდა, რომ ვართ ოცკაციანი ბანდა და ამ ოცი კაცისთვის  მოყვანილი ყავს მთელი სამხარეო პოლიცია. ამ ხალხს მინდა ვუთხრა ეს პოლიციელები სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე უნდა დადიოდნენ. 

დაკავებულია რეზო ხარაზი, რომელიც ბუშტებს ამაგრებდა და ასევე ირაკლი ჩხვირკია, რომელიც საერთოდ ცალკე იდგა და ბუშტები ეჭირა, საუბრობდა. პოლიციელმა დააკავა თითოს მას ჩხვირკიამ პირბადე მოხსნა, თუმცა კადრები არის გადაღებული, სადაც პირბადეს თავად იხსნის და ესვრის ირაკლის. საზოგადოება გაიგებს რისთვის აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს ამ ყველაფერს წარვადგენთ'' - ამბობს ბონდო თედორაძე.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. 

აქციის მონაწილეები დააკავეს გუშინაც, თუმცა სასამართლო პროცესიც გადაიდო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში