გადადებული სასამართლო პროცესები

02 დეკემბერი 2020, 18:02 1047 ნახვა

გაურკვეველი ვადით გადაიდო ნიკა მელიას,  ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესები, რომლებიც,  თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იყო ჩანიშნული. სასამართლომ გადადებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა , რომელშიც აღნიშნულია, რომ  პროცესების გადადება კორონავირუსს უკავშირდება.  

საერთო ჯამში გადადებულია 100-მდე იმ საქმის განხილვა,  რომლებსაც არ განიხილავენ შემჭიდროვებულ ვადებში.  სხვა დანარჩენი პროცესების შემთხვევაში კი საქმის განხილვა მოხდება  დისტანციურად. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას,  „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების საკითხზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი