ნატოს გენერალური მდივნის განცხადება

03 დეკემბერი 2020, 11:40 594 ნახვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალზე, სადაც შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს,  კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსულ აგრესიაზე.  აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის შელახვას. გაგრძელდებს  შავი ზღვის რეგიონში სამხედროებს გაგზავნას, იმ ფონზე როცა ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ნატოსთვის. იენს სტოლტენბერგმა ამ ქმედებისი საპასუხოდ აღნიშნა, რომ  გასულ კვირას ნატო-ს სამხედრო ხომალდებმა ამერიკულ ხომალდ „დონალდ კუკის“ მონაწილეობით შავ ზღვაში ჩაატარეს წვრთნა. ნატოს მინისტერიალს დისკუსიის ფორმატში გუშინ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეუერთდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში