ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

03 დეკემბერი 2020, 18:33 2505 ნახვა

ცესკო-ს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს დაამტკიცა.  საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო.

ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • „ევროპულ საქართველო“ ექნება ხუთი მანდატი,
  • „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36 მანდატი;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთხი მანდატი;
  • „ლეიბორისტულ პარტია“ – ერთი მანდატი;
  • „მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – ორი მანდატი;
  • „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – ოთხი მანდატი;
  • „გირჩი“ – ოთხი მანდატი;
  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 90 მანდატი, აქედან 60 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული;
  • „ლელო“ – ოთხი მანდატი.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში